საფრანფეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი პსჟ-სა და ლიონს შორის, სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.
"ამ მატჩის ანალიზს მარტივად გავაკეთებ - როდესაც პირველივე წუთებიდან დომინირებ, თამაში შენი კონტროლის ქვეშაა და უცებ ორ შეტევაში ორ გოლს უშვებ, დიდი პრობლემაა და უნდა შევცვალოთ.
თან, 23 სახიფათო მომენტი შევქმენით და მხოოლოდ ერთი გავიტანეთ, პენალტიც გავაფუჭეთ, რამაც თამაშის დინამიკა შეცვალა.
თავის მხრივ, ლიონს ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა. მათ მაღალი დონის თამაში შემოგვთავაზეს და გამარჯვება დაიმსახურეს.", - განაცხადა ენრიკემ.









