ნაპოლის პრობლემებს დასასრული არ უჩანს. იმის მიუხედავად, რომ აურელიო დე ლაურენტისმა მოახერხა და ანტონიო კონტე "პარტენოპეიში" დატოვა, ფაქტია იტალიელ სპეციალისტსა და ფეხბურთელებს შორის დაძაბულობა კვლავ გრძელდება.
სანაკრები პაუზის შემდეგ, ნაპოლიმ ვარჯიში განაახლა და როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, ანტონიო კონტეს ფეხბურთელებთან საკმაოდ მკაცრი საუბარი ჰქონდა.
"მეტი მონდომება და ბოლომდე ბრძოლა. რაღაცები უნდა შეიცვალოს, ეს ყველას ეხება" - ეს იყო იტალიელი სპეციალისტის მთავარი სიტყვები ვარჯიშის დაწყებამდე, როდესაც ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა.
ნეაპოლურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, ანტონიო კონტე რამდენიმე ფეხბურთელის პერფორმანსით ძალიან უკმაყოფილოა და უახლოეს მატჩებში სიტუაცია თუ არ შეიცვლება, დიდი შანსია იტალიელმა ნაპოლი მაინც დატოვოს.









