ჩაბი ალონსომ მადრიდის რეალში ახალი ეპოქის დაწყება ვერ მოახერხა. ახალგაზრდა მწვრთნელი სულ რაღაც 34 მატჩის შემდეგ, გათავისუფლებული იქნა. უსიამოვნო ტრადიცია გაგრძელდა: ვისენტე დელ ბოსკეს შემდეგ, 21-ე საუკუნეში ესპანელი თავკაცები "სამეფო კლუბში" ნახევარ სეზონზე დიდხანს ვერ ჩერდებიან.
თავად განსაჯეთ - ხოსე ანტონიო კამაჩო (4 თვე), მარიანო გარსია რემონი (3 თვე), ხუან ლოპეს კარო (6 თვე), ხუანდე რამოსი (6 თვე), რაფაელ ბენიტესი (7 თვე), ხულენ ლოპეტეგი (5 თვე) და ახლა უკვე ლევერკუზენის ბაიერის ექს-დამრიგებელიც (7 თვე). ფაქტია, ბერნაბეუს ბინადრების წარმატებები 21-ე საუკუნეში ძირითადად უცხოელ სპეციალისტებს უკავშირდებათ.
საუბარია კარლო ანჩელოტიზე, ჟოზე მოურინიოსა და ზინედინ ზიდანის შესახებ - ამ სამეულმა რეალს საერთო ჯამში 29 ტიტული მოუტანა. 21-ე საუკუნის მადრიდში თასები ასევე მოუგიათ ფაბიო კაპელოს, ბერნდ შუსტერს, კარლოს კეირუშსა და სანტიაგო სოლარის, მაგრამ არა ესპანელ თავკაცებს. როგორც აღვნიშნეთ, დელ ბოსკე ბოლო დამრიგებელი იყო.
რეალის ესპანელი მწვრთნელები ვისენტე დელ ბოსკეს წასვლიდან, 2003 წლიდან
| მწვრთნელი | პერიოდი | ტიტულების რაოდენობა |
| ხოსე ანტონიო კამაჩო | 2004 წლის მაისი - 2004 წლის სექტემბერი | 0 |
| მარიანო გარსია რემონი | 2004 წლის სექტემბერი - 2004 წლის დეკემბერი | 0 |
| ხუან ლოპეს კარო | 2005 წლის დეკემბერი - 2006 წლის მაისი | 0 |
| ხუანდე რამოსი | 2008 წლის დეკემბერი - 2009 წლის მაისი | 0 |
| რაფაელ ბენიტესი | 2015 წლის ივნისი - 2016 წლის იანვარი | 0 |
| ხულენ ლოპეტეგი | 2018 წლის ივნისი - 2018 წლის ოქტომბერი | 0 |
| ჩაბი ალონსო | 2025 წლის 1 ივნისი - 2026 წლის 12 იანვარი | 0 |









