ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა შეცვლაზე შემოსულმა დანი ოლმომ, 89-ე წუთზე კი ფლორიან ვირცამ "ბუნდესნაკრები" თამაშში დააბრუნა.
დაინიშნა დამატებითი დრო, რომლის 119-ე წუთზე მიკელ მერინომ თავისი თავური დარტყმით "ფურია როხა" ევრო 2024-ის 1/2 ფინალში გაიყვანა.
პირენეელები ევროპის 4 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდნენ და მათი შემდეგი მოწინააღმდეგე საფრანგეთი - პორტუგალიას შორის მოგებული იქნება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს იყო ტონი კროოსის კარიერაში უკანასკნელი მატჩი. გერმანელ ნახევარმცველს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილი ჰქონდა ფეხბურთიდან წასვლა.











