უკვე ოფიციალურად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის მზადების ეტაპი დაიწყო. ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებს უახლოეს საათებში შეუერთდებიან, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის კი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგ მატჩებს ჩაატარებენ.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე თვეში ორი დაპირისპირება ელოდება. ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს ესპანეთს, ხოლო 18 ნოემბერს ბულგარეთს დაუპირისპირდება.
ესპანეთი მიმდინარე სანაკრებო პაუზას საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება. რამდენიმე წუთის წინ როგორც გაიკრვა, ლუის დე ლა ფუენტემ ტრავმის გამო გუნდის უდავო ლიდერი ლამინ იამალი დაკარგა, რომელიც მომდევნო ორ შეხვედრას ოფიციალურად გამოტოვებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსელონაში დარჩება და რეაბილიტაციას გაივლის.









