მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ორ მატჩს საქართველოს ნაკრები ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ესპანეთის ნაკრებს ქალაქ ელჩეში ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს, ქალაქ იზმითში თურქეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით.
გასვლით მატჩებზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 16 და 17 სექტემბერს, BILETEBI.GE-ზე დაიწყება.
ესპანეთი-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 115 ლარია, თურქეთ-საქართველოს მატჩზე კი 85 ლარი.
ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება:
პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სახელი და გვარი ლათინურად აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მონაცემებს. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.









