თბილისში მიმდინარე ძიუდოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ქალთა 57 წონით კატეგორიაში ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა — ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ნელსონ ლევი იპონით დაამარცხა და კარიერაში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.
დღეს, ქართულ დელეგაციას კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ლაშა შავდათუაშვილი ვაჟთა 73 კგ წონით კატეგორიის ფინალშია გასული და ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ჰიდაიატ ჰეიდაროს დაუპირისპირდება.









