უნგრეთში გამართული ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში ისტორიული შედეგით დაბრუნდნენ. ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა დახვედრის საზეიმო ცერემონია მოუწყვეს.
პირველად ისტორიაში საქართველოს ძიუდოს ნაკრები შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
საქართველოსთვის 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიული აღმოჩნდა ინდივიდუალურ ასპარეზობაშიც.
ეთერ ლიპარტელიანი (- 57 კგ) გახდა პირველი ქართველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოისტი, აღსანიშნავია, რომ ეთომ ჯამურად (ინდივიდუალურ და გუნდურ ასპარეზობაში) 9 შეხვედრა ჩაატარა, ყველა მოიგო, 8 დაპირისპირებაში კი იპონით გაიმარჯვა.
სამშობლოში დაბრუნებულმა ეთერ ლიპარტელიანმა გამრჯვების შესახებ ისაუბრა:
"პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს, მხარდაჭერისთვის და ასეთი დახვედრისთვის. ყველაფერი გავაკეთეთ ჩემპიონობისთვის და გვიხარია რომ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით. რა თმა უნდა, ჩემთვის სასიხარულოა პირად ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონობა და ისტორიული გამარჯვება, მაგრამ ორმაგი სიხარულია, როცა ამას გუნდური ჩემპიონობაც დაემატა და მთელმა გუნდმა ოქროს მედლები მოვიპოვეთ."









