66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილის ოქროს შემდეგ, 57 კგ. წონაში ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა - მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა სერბი პერიშიჩი იპონით დაამარცხა.
ხვალ ევროპის ჩემპიონატზე მედლები ვაჟთა 73, 81 და ქალთა 63, 70 კგ. წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ღირსებას კი ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.), ნინო გულბანი და მარიამ ჭანტურია (ორივე 70 კგ.) დაიცავენ.










