მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ.)მოუტანა.
ქართველი ფინალში გერმანელი სეია ბალჰაუსს დაიპირისპირდა და წააგო. ეთერ ლიპარტელიანისთვის უფროსებში ევროპის ჩემპიონატზე ეს მესამე მედალია, აქამდე ქართველს ბრინჯაოს 2 მედალი ჰქონდა მოპოვებული.
ლიპარტელიანი ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. ეთომ ჯერ IJF-ის დროშის ქვეშ მოასპარეზე დარია კურბონმამადოვას მოუგო, შემდეგ, შვეიცარიელი ბინტა ნდიაე იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელს, ტიმნა ნელსონ ლევს სძლია.
რამდენიმე წუთში ბრინჯაოს მედლისთვის ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.) იბრძოლებს.
შეგახსენებთ, შეჯიბრის პირველ დღეს 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედალი მოიპოვა.
ფოტო: ძიუდოს ევროპის ფედერაცია









