საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი EURO 2024-ის ყველა ბილეთი გაყიდულია. UEFA-ს ბილეთების პორტალზე ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთი არ იძებნება.
UEFA-მ ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა გასულ წელს დაიწყო, ამ დრომდე დარჩენილი იყო მონაწილე გუნდებისთვის კვოტით გათვალისწინებული ბილეთები.
გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ჩვენი გუნდის გულშემატკივრებისთვის დღეს, 13:00 საათზე UEFA-ს ბილეთების პორტალზე დაიწყო და დაახლოებით, 4 საათში ყველა ბილეთი გაიყიდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები გერმანიაში გასამართ EURO 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.