ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი იუსელდორფში გაიმართა, სადაც ესპანეთმა ზედიზედ მესამე მატჩში მაოხერხა გამარჯვების მოპოვება. ლუის დე ლა ფუენტეს ბიჭებმა ალბანეთი მინიმალური ანგარიშით, 0:1 დაამარცხეს და ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულეს. მატჩის ერთადერთი გოლი ფერან ტორესს ეკუთვნის, რომელმაც ნაკრებში არც მეტი, არც ნაკლები მე-20 გოლის გატანა შეძლო.
9 ქულა, 5 გატანილი და 0 გაშვებული გოლი — ესპანეთმა ევრო 2024-ზე, სერიოზული განაცხადი გააკეთა.
იმის მიუხედავად, რომ ალბანეთმა ჯგუფში მხოლოდ 1 ქულის მოპოვება მოახერხა, სილვინიოს გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.