"ბუნდესნაკრების" მხრიდან გოლები გაიტანეს ფლორიან ვირტცმა, ჯამალ მუსიალამ, კაი ჰავერცმა, ნიკლას ფულკრუგმა და ემრე ჯანმა.
ასევე, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის ანგარიშზეა შოტლანდიელთა გოლი - ავტოგოლი ანტონიო რუდიგერმა გაიტანა.
მატჩი მიმდინარეობდა იულიან ნაგელსმანის გუნდის კარნახით და ბრიტანელებისთვის ნაჩვენები წითელი ბარათის შემდეგ, მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა.











