როგორ მივიღო მონაწილეობა?
დარეგისტრირდი უეფას ოფიციალურ ფენტეზიზე (Uefa Gaming: Fantasy Football), გაწევრიანდი LaGazzetta-ს ლიგაში და შეავსე პირადი ინფორმაცია ამ ფორმაში. აღნიშნული ინფორმაცის შევსება საჭიროა გამარჯვებულების გამოვლენაში.
როგორ გავწევრიანდე LaGazzetta-ს ლიგაში?
ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: mvGVcb ან გადადი ამ ბმულზე. ასევე აუცილებელია იყოთ ჩვენი ფეისბუქ გვერდისა და ჯგუფის გამომწერი (Campione - კამპიონე)
რა პრიზები თამაშდება?
ჩვენი ფენტეზის გამარჯვებული დასაჩუქრდება Playstation 5-ით. მეორე ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს Marshall Major IV-ს, ხოლო მესამე ადგილზე - Xiaomi Smart Band 8-ს.
ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელსაც გათამაშების მიმდინარეობისას ნაკლები ტრანსფერი ექნება გაკეთებული.
ფენტეზის წესები და პირობები: შექმენი გუნდი და დაარქვი სახელი.
სატრანსფერო ბიუჯეტი: ჯგუფურ ეტაპზე €100 მილიონია, 1/8 ფინალში კი - €105 მილიონი.
უნდა აირჩიო 15 ფეხბურთელი: 2 მეკარე, 5 მცველი, 5 ნახევარმცველი, 3 ფორვარდი.
რამდენი ფეხბურთელის ყიდვა შეგიძლია თითო ნაკრებიდან?
ჯგუფურ ეტაპზე: 3 ფეხბურთელი
1/8 ფინალური ეტაპი: 4 ფეხბურთელი;
1/4 ფინალური ეტაპი: 5 ფეხბურთელი;
1/2 ფინალური ეტაპი: 6 ფეხბურთელი;
ფინალი: 8 ფეხბურთელი;
ყოველი ტურის წინ, დედლაინამდე შენ უნდა აარჩიო 11 ფეხბურთელი, კაპიტანი და ვიცეკაპიტანი. თუ სასტარტო თერთმეტეულიდან რომელიმე მათგანი თამაშს ვერ შეძლებს, სკამიდან ის ფეხბურთელი შეცვლის მას, რომელიც პირველი გყავს დაყენებული. თუ შენ მიერ არჩეულმა კაპიტანმა თამაში ვერ მოახერხა, ვიცეკაპიტანი შეძლებს გაორმაგებული ქულების დაწერას. ყოველი ტურის წინ შეგიძლია რამდენიმე სქემა აარჩიო, თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ მინიმუმ 1 მეკარე, 3 მცველი, 2 ნახევარმცველი და 1 ფორვარდი უნდა იყოს სასტარტო თერთმეტეულში.
ტრანსფერები:
ტურნირის დაწყებამდე (მთავარ დედლაინამდე) შეგიძლია ულიმიტო ტრანსფერები გააკეთო €100 მილიონის ფარგლებში. როდესაც დედლაინი მოვა, შენ უნდა გყავდეს 15 შერჩეული ფეხბურთელი, რომელიც პირველ ტურში ითამაშებს.
ყოველი მომდევნო ტურის წინ, შეგიძლია ორი უფასო ტრანსფერი განახორციელო, თუმცა თუ გადაწყვეტ, რომ კიდევ გსურს ტრანსფერის გაკეთება, ეს -4 ქულა დაგიჯდება (ყოველი მომდევნო ტრანსფერი -4 ქულას ნიშნავს).
1/8 ფინალური ეტაპის წინ, შენ ისევ ულიმიტო ტრანსფერების გაკეთება შეგიძლია. 1/4 ფინალში შეგიძლია 3 უფასო ტრანსფერი გააკეთო, 1/2 ფინალის წინ შეგიძლია 4 უფასო ტრანსფერის განხორციელება, ფინალის წინ კი შეგიძლია 5 უფასო ტრანსფერი გააკეთო.
თვალი გვადევნე LaGazzetta-ს გვერდზე და ჩვენს Facebook ჯგუფ Campione - კამპიონეში, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაგიზიარებთ.









