უნგრეთი V შვეიცარია (17:00 საათი)
გუშინ ტურნირი A ჯგუფის მატჩით გაიხსნა, სადაც გერმანიამ შოტლანდია 5:1 გაანადგურა, დღეს კი ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ერთმანეთს უნგრეთისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
უნგრეთი ევრო 2024-ზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა — G ჯგუფში მარკო როსის გუნდმა 8-დან 5 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და პირველ ადგილზე გავიდა. შვეიცარიაც 4 მოგებით, 5 ფრით, 1 წაგებითა და I ჯგუფის მეორე ადგილით მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე.
ნაკრებების ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში დიდი უპირატესობა შვეიცარიის მხარეს არის — 4 მოგება და 1 ფრე. ბოლოს უნგრეთმა მეტოქე 1981 წელს დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარია და უნგრეთი ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე პირველად შეხვდებიან.
სავარაუდო შემადგენლობა:
ესპანეთი V ხორვატია (20:00 საათი)
სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი ბერლინში გაიმართება, სადაც ესპანეთის ეროვნული ნაკრები ხორვატის დაუპირისპირდება — შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.
აღნიშნულ მატჩს ხორვატიის ნაკრები კარგ სათამაშო ფორმაში ხვდება — ზლატკო დალიჩის გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან ხუთივე მოიგო, ესპანეთმა კი 3-ის მოგება მოახერხა, 1 ფრედ დაასრულა, 1 კი წააგო.
გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2023 წლის 18 ივნისს, ერთა ლიგის ფინალში შეხვდნენ, სადაც პენალტების სერიაში ჩემპიონობა ესპანეთმა იზეიმა. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში კი ესპანელებმა ასევე პენალტების სერიაში დაამარცხეს მეტოქე. საერთო ჯამში, ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში ესპანეთმა 3 მოიგო, ხოლო ხორვატიამ 2-ჯერ იმარჯვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთიცა და ხორვატიაც ევრო 2024-ზე პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდნენ. ესპანეთმა A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც იყო, 21 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ხორვატია D ჯგუფში, 16 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
სავარაუდო შემადგენლობა:
იტალია V ალბანეთი (23:00 საათი)
სათამაშო დღის ბოლო მატჩი დორტმუნდში, სიგნალ იდუნა პარკზე გაიმართება, სადაც იტალიის ეროვნული ნაკრები და ალბანეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ალბანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის საგზური მოულოდნელად, პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვა — სილვიონიოს გუნდმა E ჯგუფში 15 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ალბანეთმა ჩეხეთს და პოლონეთს აჯობა. იტალია კი C ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ევრო 2024-ს მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ხვდება.
გუნდები ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ და ოთხივე მატჩი იტალიელი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა — ბოლოს იტალიამ ალბანეთი 2022 წელს 3:1 დაამარცხა. სპალეტის გუნდს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლოს საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისთან დამარცხდა. ალბანეთმა კი უკანასკნელი 5 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.