კიოლნში ინგლისი სლოვენიას დაუპირისპირდა, ხოლო მიუნხენში დანია სერბეთს შეხვდა — ორივე მატჩი უგოლოდ, ფრედ 0:0 დასრულდა.
სამი ტურის შემდეგ ინგლისმა 5 ქულა მოაგროვა და C ჯგუფის გამარჯვებული გახდა, დანია 3 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო სლოვენიამ ასევე 3 ქულით მოიპოვა 1/8 ფინალის საგზური.
აღსანიშნავია, რომ დანიამ და სლოვენიამ ჯგუფში 3 ქულა მოაგროვეს, ბურთების შეფარდებაც ერთნაირი აქვთ, თუმცა, დანიამ მეორე ადგილი ნაკლები ყვითელი ბარათის მიღების გამო დაიკავა.










