მაყურებელმა პირველ ტაიმში გატანილი გოლი ვერ იხილა, თუმცა მეორე ნახევარში საკმაოდ საინტერესო მოვლენები განვითარდა. მატჩის 62-ე წუთზე ლუკას პროვოდიმ პორტუგალიის კარი, საკმაოდ ეფექტური დარტყმით აიღო, თუმცა მათი ზეიმი საკმაოდ მალე დასრულდა. ამ მომენტიდან ზუსტად 7 წუთში, რობინ ჰრანაციმ საკუთარ კარში გაიტანა და ანგარიშიც გათანაბრდა.
შეხვედრის დასრულებამდე უპირატესობა თავიდან ბოლომდე პორტუგალიის მხარეს გადავიდა, რასაც საბოლოო ჯამში, ფრანცისკო კონსეისაუს გამარჯვების მომტანი გოლი მოჰყვა. 21 წლის შემტევმა პორტუგალიას 92-ე წუთზე გატანილი გოლით მოაგებინა.









