შეხვედრა პორტუგალიელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და პირველი გოლი 21-ე წუთზე, ბერნარდუ სილვამ გაიტანა. 28-ე წუთზე აკაიდინიმ ავტოგოლი მიითვალა და სხვაობა ორბურთიანი გახდა.
მეორე ტაიმიც პორტუგალიის სრული დომინაციით დაიწყო და 56-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა. ბოლო ტურში პორტუგალია საქართველოს, ხოლო თურქეთი ჩეხეთს დაუპირისპირდება.











