უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მაყურებელმა მეორე ნახევარში სანახაობრივი ფეხბურთი იხილა. შეხვედრის 54-ე წუთზე, "სკუადრა აძურას" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ლუკა მოდრიჩმა ვერ გამოიყენა, თუმცა ამ მომენტიდან რამდენიმე წამში, ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანლუიჯი დონარუმას კარი მაინც აიღო და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ლუკა მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლის გატანა მოახერხა.
ამ მომენტის შემდეგ, უპირატესობა თავიდან ბოლომდე იტალიის მხარეს გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ სპალეტის გუნდს გოლის გატანა უჭირდა, მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე, მატია ძაკანიმ ლივაკოვიჩს აუღებელი დაურტყა და ანგარიშიც გათანაბრდა! 1:1 და ამ შედეგით "სკუადრა აძურა" მომდევნო ეტაპზე გავიდა!









