A დივიზიონი:
პოლონეთი-ესტონეთი 5:1;
უელსი-ფინეთი 4:1;
B დივიზიონი:
ბოსნია და ჰერცეგოვინა-უკრაინა 1:2;
ისრაელი-ისლანდია 1:4;
A დივიზიონის ლიდერებმა ნახევარფინალის ბარიერი მარტივად გადალახეს. პოლონეთმა ესტონეთს 5:1 მოუგო, უელსმა კი ფინეთს 4:1 სძლია. შესაბამისად, წინ ძალიან დაძაბული მატჩი გველოდება. ამ გუნდებს შორის ფინალი 26 მარტს, 23:45 საათზე კარდიფში გაიმართება.

B დივიზიონში ბევრად დაძაბული მატჩები ვიხილეთ. ბოსნია და ჰერცოგოვინა უპირატესობას მატჩის ბოლომდე ინარჩუნებდა, თუმცა შემდეგ უკრაინამ 3 წუთში ორი გოლის გატანა მოახერხა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. გოლების ავტორები იარემჩუკი და დოვბიკი გახდნენ.
რაც შეეხება ისრაელი-ისლანდიის მატჩს, აქაც მასპინძელი გუნდის უპირატესობით დაიწყო მატჩი. ზაჰავიმ გუნდი 31-ე წუთზე წინ გაიყვანა, თუმცა მალევე საქმეში გუდმუნდსონი ჩაერთო, რომელმაც მეტოქეს სამი გოლი გაუტანა. ზაჰავის ანგარიშის გათანაბრება მე-80 წუთზე შეეძლო, თუმცა ეს შანსი გუნდის ლიდერმა ვერ გამოიყენა. ამ მომენტის შემდეგ სტუმრებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. საბოლოოდ, მატჩი 1:4 დასრულდა. უკრაინა-ისლანდიის ფინალური შეხვედრაც 26 მარტს გაიმართება, თბილისის დროით 23:45 საათზე.











