მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში "ვიკინგები" მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ, შესაბამისად, ტაიმის მოგებაც მოახერხეს. გოლის გატანა კრისტიან ერიქსენმა შეძლო, რომელმაც იონას ვინდის გენიალური გადაცემით ისარგებლა.
მეორე ტაიმში სულ სხვანაირი სლოვენია ვიხილეთ. კეკის გუნდმა არაერთი სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხა, რასაც მალევე გამათანაბრებელი გოლიც მოჰყვა. 77-ე წუთზე ერიკ იანზამ შორეული დარტყმით წონასწორობა აღადგინა, 1:1.
მატჩის დასრულებამდე უპირატესობას კვლავ სლოვენია ფლობდა, თუმცა მაყურებელს მეტი გატანილი გოლი აღარ უნახავს. წინ ამ ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი გველოდება — თბილისის დროით 23:00 საათზე, სერბეთი-ინგლისის შეხვედრას ვიხილავთ.










