მაყურებელმა 90 წუთის განამვლობაში საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული ბრძოლა იხილა. შეხვედრაში ანგარიში სლოვაკეთმა გახსნა, კერძოდ მე-17 წუთზე ივან შრანცმა ტურნირზე კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმი უკრაინამ ბევრად კარგად დაიწყო, რასაც ლოგიკურად ანგარიშის გათანაბრებაც მოჰყვა. 54-ე წუთზე გათამაშებული კომბინაცია, მიკოლა შაპარენკომ დააგვირგვინა, 1-1. მატჩის ბოლომდე გუნდებმა არაერთი მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ უკრაინამ მოახერხა. მე-80 წუთზე, რომან იარემჩუკმა ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.
E ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ამ გამარჯვების შემდეგ, უკრაინა სლოვაკეთს გაუთანაბრდა, წინ კი ბელგია-რუმინების მატჩი გველოდება.









