UEFA-ს საიტზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა.
“გილოცავ საქართველო და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევრო 2024-ზე! ბილეთების გაყიდვას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. დამატებითი დეტალები EURO2024.com/tickets-ზე გამოქვეყნდება."

ბილეთების შეძენა არაოფიციალური საიტებიდანაც არის შესაძლებელი, მაგალითად viagogo.com-ზე, სადაც ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, თუმცა ჩვენი რედაქცია სრულ რეკომენდაციას არ გასცემს ამ საიტის სანდოობასთან დაკავშირებით.
საქართველოს ეროვნული ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთთან, თურქეთსა და პორტუგალიასთან ერთად იასპარეზებს. ჩვენი ნაკრების მატჩები 3 ქალაქში გაიმართება:
ბილეთების გაყიდვის პირველი ეტაპი 3 ოქტომბერს დაიწყო და 26 ოქტომბერს დასრულდა. ამ დროში გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა ლატარიის პრინციპით შეეძლოთ. ამის შემდგომი ეტაპი 2 დეკემბერს დაიწყო. როდესაც 24 მონაწილე ნაკრებიდან ყველას ვინაობა ცნობილი გახდა, უეფამ დამატებითი ბილეთების გამოყოფა დაანონსა (საქართველოსთვის, უკრაინიისა და პოლონეთისთვის).
აპრილის თვიდან დაიწყება ბილეთების გაცვლის ეტაპი, რა დროსაც გულშემატკირვებს შეეძლებათ უეფას მიერ შექმნილი პლატფორმის საშუალებით ერთმანეთს უკვე შეძენილი ბილეთები გაუცვალონ. ეს იმ ადამიანებს დაეხმარება, რომელთაც ბილეთები ლატარიის პრინციპით აქვთ შეძენილი.
მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასები 30, 60, 150 და 200 ევრო იქნება, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით.
ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით."











