სლოვაკეთში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნახევარფინალური დაპირისპირებები დასრულდა. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩები იხილა, სადაც ფინალისტების ვინაობა გაირკვა.
დღის პირველ შეხვედრაში ინგლისმა ნიდერლანდები საკმაოდ მარტივად, 2-1 დაამარცხა და ფინალის საგზური სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. ინგლისიდან დუბლის შესრულება ლივერპულის ფეხბურთელმა ჰარვი ელიოტმა შეძლო. ნიდერლანდებიდან ერთადერთი გოლის ავტორი ნოა ოჰიო გახდა.
რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, მაყურებელმა გერმანიის ნაკრების სრული დომინაცია იხილა. ანტონიო დი სალვოს გუნდმა საფრანგეთი ყველა კომპონენტში დაჯაბნა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. გერმანიიდან გოლების გატანა ნელსონ ვაიპერმა, ნიკ ვოლტემადემ და ბრაიან გრუდამ მოახერხეს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალი ინგლისსა და გერმანიას შორის 28 ივნისს გაიმართება.









