სლოვაკეთში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ჩაატარა რამაზ სვანაძის გუნდმა, სადაც ჩვენი ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იხილა, სადაც გამარჯვება საქართველოს დარჩა.
საქართველოს ნაკრებიდან თავის გამოჩენა ნოდარ ლომინაძემ და ვასილიოს გორდეზიანმა მოახერხეს, ხოლო პოლონეთიდან ერთი გოლი იაკუბ კალუჟინსკიმ შეაგდო.
რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო მატჩს საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 14 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
პოლონეთი 1-2 საქართველო
გოლები: 0-1 ნოდარ ლომინაძე 55', 1-1 იაკუბ კალუჟინსკი (პენ.) 73', 1-2 ვასილიოს გორდეზიანი 90+4'.









