ხვალ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე დღეს ალექსანდრჯიკიჩმა საქართველოს ნაკრები მასპინძელ არენაზე ავარჯიშა.
ჩვენმა გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა, ნაკრებთან ერთად აქტიურად ვარჯიშობს გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია.
შენგელიამ შეკრება 9 აგვისტოს არითმიის გამო დატოვა, ბარსელონაში ჩატარებული გამოკვლევების პოზიტიური შედეგის შემდეგ, თორნიკე ნაკრებს 25 აგვისტოს დაუბრუნდა, თუმცა ჯერ დაზუსტებული არ არის თუ არა ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებს დაეხმარება თუ ვერა. შეგახსენებთ, 2022 წელს შენგელიამ ევრობასკეტზე ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე კაპიტანმა განაცხადა თავს კარგად გრძნობს და მისი თამაშის ბედი ნაკრებთან ადაპტაციაზეა დამოკიდებული:
"თავს კარგად ვგრძნობ, მთავარია რამდენად კარგად მოვახერხებ ფორმაში შესვლას იმ დონემდე რომ გუნდს დავეხმარო, 2 კვირა არაფერი გამიკეთებია, რადგან არ შეიძლებოდა ფიზიკური დატვირთვა. 3 ვარჯიში ჩავატარე სულ და ვნახოთ როგორ შევძლებ გუნდისთვის სარგებლის მოტანას. რაც შეეხება მეტოქეს, ესპანეთი ძლიერი ნაკრებია, ჩვენც გვაქვს ჩვენი ძლიერი მხარეები, შევეცდებით ჩვენ სიძლიერეებზე დავაფუძნოთ ხვალინდელი თამაშის სტრატეგია."
გუნი არსებულ განწყობაზე ისაუბრა დუდა სანაძემ:
"განწყობასაბრძოლოა, როგორც ყოველთვის. ტრავმები მოვიშუშეთ, რაც დიდი პრობლემა იყო ამხანაგურ მატჩებში, სრული შემადგენლობით თამაში ვერ შევძელით. რა თქმა უნდა ჩვენ ნებისმიერ თამაშზე მოსაგებად გავდივართ, ყველაფერს გავაკებთ რომ ევრობასკეტი გამარჯვებით დავიწყოთ."
ევრობასკეტი 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში გაიმართება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით შეიკრიბა და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრები კვიპროსში, მასპინძელ ნაკრებთან, იტალიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთად იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი, თბილისის დროით:
საქართველო – ესპანეთი - 28 აგვისტო, 16:00 საათი
საქართველო – იტალია - 30 აგვისტო, 16:00 საათი
საქართველო – საბერძნეთი - 31 აგვისტო, 16:00 საათი
საქართველო – კვიპროსი - 2 სექტემბერი, 19:15 საათი
საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა - 4 სექტემბერი, 16:00 საათი









