საქართველოს ისტორიაში მეექვსე ევრობასკეტზე სათამაშოდ ჩვენი გუნდი კვიპროსში ჩავიდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნელმა გუნდმა ლიმასოლში პირველ ვარჯიშს ჩაატრებს.
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის C ჯგუფის მასპინძელ კვიპროსში შეურთდა ჩვენი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია. კაპიტანი კარდეოლოგიურ გამოკვლევებზე ბარსელონაში იმყოფებოდა და რამდენიმე დღე სპეციალური პროგრამით ივარჯიშებს.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების 13-კაციანი შემადგენლობა:
რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე.
ევრობასკეტზე საქართველო 12 კალათბურთელით წარდგება, შესაბამისად, 27 აგვისტომდე ალეკსანდარ ჯიკიჩს შემადგენლობის შემცირება ერთი მოთამაშით მოუწევს.
ევრობასკეტი 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში გაიმართება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით შეიკრიბება და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრები კვიპროსში, მასპინძელ ნაკრებთან, იტალიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთად იასპარეზებს. ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 28 აგვისტოს, 16:00 საათზე, ესპანეთთან გამართავს.









