ევროპა ლიგის მე-6 ტურში, გიორგი მიქაუტაძის ლიონმა საკუთარ კედლებში ფრანკფურტი მიიღო და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩში მასპინძლების მხრიდან გოლები ჩერქიმ, ფოფანამ და ნუამაჰიმ გაიტანეს, ხოლო სტუმრებიდან თავი კნაუფმა და მარმუშიმ გამოიჩინეს.
შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო გიორგი მიქაუტაძემ და მოედანზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა — ქართველმა ფორვარდმა დღევანდელ მატჩში 15 წუთი ითამაშა.
ევროპა ლიგა, მე-6 ტურის გვიანი მატჩების შედეგები:

კონფერენს ლიგის წლევანდელი სეზონის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ლიდერი, გიმარაეში სტ. გალენს ესტუმრა და მეტოქე მარტივად, 4:1 დაამარცხა.
პორტუგალიურ კლუბს 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ჩელსი ჩამორჩება — გიმარაეში მომდევნო მატჩში ფიორენტინას უმასპინძლებს.
კონფერენს ლიგა, მე-5 ტურის გვიანი მატჩების შედეგები:










