გალას მხრიდან გოლები იუნუს აქგიუნმა და ვიქტორ ოსიმენმა გაიტანეს. ამ უკანასკნელმა ლონდონელებს დუბლი შეუსრულა. რაც შეეხება ტოტენჰემს, "დეზებიდან" თავი ვილ ლანკშირმა და დომინიკ სოლანკემ გამოიჩინეს.
როიალ უნიონი 1:1 რომა
იტალიური გუნდის პრობლემები გრძელდება. ივან იურიჩის შეგირდებმა მორიგ შეხვედრაში გაუცრუეს გულშემატკივრებს იმედები და ქულები კიდევ ერთხელ დაკარგეს. "ჯალოროსის" მხრიდან თავი ჯანლუკა მანჩინიმ გამოიჩინა, ხოლო მასპინძელთა მხრიდან კევინ მაკ ალისტერმა შეძლო გამათანაბრებელი გოლის გატანა.
იურიჩის დღეები დედაქალაქურ კლუბში აშკარად დათვლილია... გულშემატკივრები ხორვატი სპეციალისტის გაშვებას კვირებია რაც ითხოვენ და დიდი შანსია ამ მატჩის შემდეგ, მათი სურვილი დამკაყოფილდეს.
რომამ ამ მატჩის შემდეგ 5 ქულა მოაგროვა და მე-16 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება როიალ უნიონს, ბელგიელები 2 ქულით, 30-ე პოზიციაზე არიან.
სხვა ადრეული მატჩების შედეგები:
აინტრახტი 1:0 სპარტა პრაღა
ბოლო/გლიმტი 1:2 ყარაბახი
ელფსბორგი 1:1 ბრაგა
ლუდოგორეცი 1:2 ატლეტიკ ბილბაო
ნიცა 2:2 ტვენტე
ოლიმპიაკოსი 1:1 რეინჯერსი
სტიაუა ბუქარესტი 2:0 მიდტიულანდი









