ლაციო 4:1 ნიცა
ძალიან კარგ ფორმაშია იტალიური ლაციო, რომელმაც მეორე ტურის შეხვედრაში ფრანგული ნიცა 4:1 გაანადგურა. მარკო ბარონის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა. "არწივების" მხრიდან თავი პედრომ, კასტელანოსმა და ძაკანიმ გამოიჩინეს. ლაციომ ამ გამარჯვებით 6 ქულის მოგროვება მოახერხა, ნიცას კი ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს.
ფერენცვაროში 1:2 ტოტენჰემი
დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა ტოტენჰემმა, რომელმაც გასვლაზე ფერენცვაროში დაამარცხა. ინგლისელთა მხრიდან თავი პაპე მატარ სარმა და ბრენან ჯონსონმა გამოიჩინეს. ენჯ პოსტეკოგლუს გუნდმა ძალების დაზოგვით მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და ორი ტურის შემდეგ 6 ქულა მოაგროვა.
სხვა ადრეული მატჩების შედეგები:
მაკაბი თელ-ავივი 0:2 მიდტიულანდი;
ოლიმპიაკოსი 3:0 ბრაგა;
რეალ სოსიედადი 1:2 ანდერლეხტი;
სლავია პრაღა 1:1 აიაქსი;
ყარაბახი 1:2 მალმიო;
ჰოფენჰაიმი 2:0 დინამო კიევი;









