რომა 0:2 ლევერკუზენი
წლევანდელი სეზონის აღმოჩენა - ლევერკუზენი წაუგებელ სერიას აგრძელებს. ჩაბი ალონსოს გუნდმა რომა ანგარიშით 2:0 დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ დიდი უპირატესობა მოიპოვა.
შეხვედრის ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა - 28-ე წუთზე თავი ვირცმა გამოიჩინა და სტუმრები დააწინაურა. 73-ე წუთზე, რომას კარი ანდრიხმა აიღო და მატჩის საბოლოო ანგარიში, 0:2 დააფიქსირა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ლევერკუზენის წაუგებელი სერია 47 მატჩამდე გაიზარდა. ჩაბი ალონსოს გუნდი მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია.
მარსელი 1:1 ატალანტა
დაძაბული მატჩი გაიმართა საფრანგეთში, სადაც მარსელმა ატალანტა მიიღო. აღნიშნულ შეხვედრაში ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და საბოლოოდ ფრედ, 1:1 დასრულდა.
ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა - გოლი სკამაკამ გაიტანა და ატალანტა დააწინაურა, ხოლო მე-20 წუთზე მბემბამ გაათანაბრა. ცნობისთვის აღნიშნულ წყვილს შორის ყველაფერი ბერგამოში გადაწყდება.
ევროპა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩები 1 კვირაში, 9 მაისს, ლევერკუზენსა და ბერგამოში გაიმართება.










