ანგარიში ჩელიკმა პირველი ტაიმის კომპენსირებულ მე-5 წუთზე გახსნა და რომა შესვენებაზე მცირე უპირატესობით გაიყვანა. მეორე ტაიმის შუაში, 67-ე წუთზე მოურამ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 72-ე წუთზე რომა 10 კაცით დარჩა — კრისტანტემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
ევროპა ლიგა, გვიანი მატჩების შედეგები:
ქართველი ფეხბურთელების დერბი შედგა კონფერენს ლიგაზე, სადაც კოპენჰაგენმა ჰაიდენჰაიმს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1-2 დამარცხდა.AZ Alkmaar, FCSB and Twente claim wins in the late fixtures 🙌#UEL pic.twitter.com/mmThGpRAED
— UEFA Europa League (@EuropaLeague) February 13, 2025
აღნიშნული მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყეს ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი გოჩოლეიშვილმა. ზივზივაძე მოედანზე 61-ე წუთზე, ხოლო გოჩოლეიშვილი 78-ე წუთზე გამოჩნდა. გუნდების განმეორებითი მატჩი გერმანიაში ზუსტად 1 კვირაში გაიმართება.
კონფერენს ლიგა, გვიანი მატჩების შედეგები:
Wins for Real Betis, Borac and Heidenheim in the late fixtures ✅#UECL pic.twitter.com/st6rJ2x5VQ
— UEFA Conference League (@Conf_League) February 13, 2025









