ცენტრალური მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე რომას უმასპინძლა — შეხვედრა დაძაბული გადმოდგა და ფრედ, 2-2 დასრულდა.
შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე გახსენეს — მე-5 წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად სონმა შეასრულა. 15 წუთში ნდიკამ გაათანაბრა, ხოლო 34-ე წუთზე ჯონსონმა აიღო იტალიელთა კარი და ტოტენჰემი წინ გაიყვანა. მატჩის მიწურულს, 91-ე წუთზე ინგლისელთა კარი ჰუმელსმა აიღო და საბოლოო ანგარიში, 2-2 დააფიქსირა.
საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი ჩატარდა ოლდ ტრაფორდზე, სადაც მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლო/გლიმტი მიიღო და მნიშვნელოვანი გამარჯვება გაიფორმა.
აღნიშნული შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა პირველივე წუთზე გახსნეს — თავი გარნაჩომ გამოიჩინა. მე-19 წუთზე ევიენმა გაათანაბრა, ხოლო ზუსტად 4 წუთში ზინკერნაგელმა სტუმრები წინ გაიყვანა. 45-ე წუთზე ჰოილუნმა წონასწორობა აღადგინა, მეორე ტაიმის დებიუტში, 50-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა და მანჩესტერ იუნაიტედმა 3-2 გაიმარჯვა.
ევროპა ლიგა, მე-5 ტურის გვიანი მატჩები შედეგები:
ბრაგა 3-0 ჰოფენჰაიმი
სტიაუა ბუქარესტი 0-0 ოლიმპიაკოსი
ფერენცვაროში 4-1 მალმო
მანჩესტერ იუნაიტედი 3-2 ბოლო/გლიმტი
მიდტიულანდი 1-2 აინტრახტი
ნიცა 1-4 რეინჯერსი
სოსიედადი 2-0 აიაქსი
სლავია პრაღა 1-2 ფენერბაჰჩე
ტოტენჰემი 2-2 რომა
ტვენტე 0-1 როიალ უნიონი









