ევროპა ლიგის განმეორებითი მატჩებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ლონდონში გაიმართა, სადაც ადგილობრივი ვესტ ჰემი ფრაიბურგს შეხვდა. პირველი მატჩის შემდეგ ერთბურთიანი უპირატესობა გერმანულ გუნდს ჰქონდა.
მატჩი მოიესის გუნდმა კარგად დაიწყო და მალევე წინ გასვლაც მოახერხეს. შეხვედრის მე-9 წუთზე "ჩაქუჩები" პაკეტამ გაიყვანა წინ. შემდეგ კი საქმეში გუნდის ლიდერი, ბოუენი ჩაერთო, რომელმაც საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმი ვესტ ჰემმა ისევ აქტიურად დაიწყო, რასაც მალევე მესამე გოლიც მოჰყვა. ამჯერად თავი კრისველმა გამოიჩინა. შეხვედრის მიწურულს კი საქმეში კუდუსი ჩაერთო, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა. საბოლოო ანგარიში 5:0 და ვესტ ჰემი მოდმევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.
ვილიარეალი-მარსელის დაპირისპირება თითქოს ფორმალური უნდა ყოფილიყო, თუმცა ესპანელებმა ფრანგებს დიდი ბრძოლა გაუმართეს. პირველი მატჩის შემდეგ მარსელს 4-ბურთიანი უპირატესობა ჰქონდა, შესაბამისად, იყო მოლოდინი, რომ ესპანეთში გამართული მატჩი ნაკლებად საინტერესო იქნებოდა, თუმცა ვილიარეალმა კარგი ფეხბურთი შემოგვთავაზა. ჯერ კაპუმ გაიტანა პირველი გოლი, შემდეგ კი სორლოთმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. მატჩის მიწურულს კი თავი მოსკერამ გამოიჩინა, ანგარიში 3:0 და დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ესპანურ გუნდს მხოლოდ ერთი გატანილი გოლი სჭირდებოდა, რომ შეხვედრა დამატებით დროში გადასულიყო, თუმცა მარსელმა ერთი გოლის გაქვითვა მაინც მოახერხა და სიტუაციაც დამშვიდდა. ფრანგული გუნდი მძიმე ბრძოლაში მომდევნო ეტაპზე გადის.
რეინჯერსი-ბენფიკას დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. პირველი უხვგოლიანი მატჩის შემდეგ, ამჯერად გუნდებმა ბევრად ფრთხილი თამაში აირჩიეს. ერთადერთი გოლი, რომელიც საბოლოოდ გამარჯვების გამოდგა, მეორე ტაიმში ვიხილეთ. ბენფიკა რაფა სილვამ 66-ე წუთზე დააწინაურა და ამ გოლით "არწივები" მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
Europa League
ევროპა ლიგა: ვესტ ჰემი, მარსელი და ბენფიკა მომდევნო ეტაპზე გავიდნენ









