ევროპა ლიგის ნახევარფინალში მანჩესტერ იუნაიტედის მხრიდან ბრუნო ფერნანდეშმა დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პორტუგალიელ ფლეიმეიქერს ევროპა ლიგის პლეიოფში უკვე დაუგროვდა 29 შედეგიანი ქმედება (17 ბურთი, 12 ასისტი), თანაც ეს ყველაფერი 31 საპლეიოფო შეხვედრაში.
"წითელი ეშმაკების" კაპიტანი ამ მხრივ არის საუკეთესო და უახლოეს მდევარს, პიერ-ემერიკ ობამეიანგის ის უკვე სამი შედეგიანი ქმედებით უსწრებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ოცნებათა თეატრის" ბინადრებმა 1/2 ფინალში სტუმრად გაანადგურეს ბილბაოს ატლეტიკი, რითაც ფინალისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს.
გოლს + ასისტი ევროპა ლიგის პლეიოფში
| ფეხბურთელი | გოლი + ასისტი | მატჩების რაოდენობა |
| ბრუნო ფერნანდეში | 29 | 31 |
| პიერ-ემერიკ ობამეიანგი | 26 | 41 |
| კევინ გამეირო | 25 | 39 |
| რადამელ ფალკაო | 25 | 19 |
| ალექსანდერ ლაკაზეტი | 23 | 35 |









