1888/1889 - პრესტონი (22 მატჩი);
1912/1913 - პრო ვერჩელი (21 მატჩი);
1922/1923 - ჯენოა (28 მატჩი);
1929/1930 - ბილბაოს ატლეტიკი (18 მატჩი);
1931/1932 - მადრიდის რეალი (18 მატჩი);
1942/1943 - დრეზდნერი (23 მატჩი);
1978/1979 - პერუჯა (30 მატჩი);
1982/1983 - ბერლინის დინამო (26 მატჩი);
1991/1992 - მილანი (34 მატჩი);
2003/2004 - ლონდონის არსენალი (38 მატჩი);
2011/2012 - ტურინის იუვენტუსი (38 მატჩი);
აღსანიშნავია ის, რომ დაუმარცხებელი გუნდი ზოგჯერ ქვეყნის ჩემპიონი ვერც ხდებოდა. მაგალითად პერუჯა, რომელმაც დაუმარცხებელ სეზონში იმარჯვა მხოლოდ 11 მატჩში, 19-ჯერ კი ფრე ითამაშა. სკუდეტო იმ სეზონში მოიპოვა მილანმა, 13 წლის შემდეგ კი ამ გუნდმა ჩემპიონობა ამჯერად წაუგებლად იზეიმა.
ლიგა 1-ს საერთოდ არ ჰყავს დაუმარცხებელი ჩემპიონი, სამაგიეროდ ჰყავს მეორეადგილოსანი უპრეცენდენტო შედეგით - 12 მარცხით. საუბარია 2006/07 წლების სეზონის მარსელის ოლიმპიკის შესახებ. ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მიუნხენის ბაიერნს გერმანიის ჩემპიონატი წაუგებლად არასდროს მოუგია. 2012/13 წლების სეზონში "რეკორდმაისტერს" ჰქონდა ერთი მარცხი, სწორედ "ფარმაცევტებთან".











