პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ემირეითს სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ლონდონური დერბი იხილა. ამ შეხვედრას არსენალი ძალიან კარგ ფორმაში შევხდა, რასაც ვერ ვიტყოდით ტომას ფრანკის ტოტენჰემზე, შესაბამისად, "მეთოფეები" ფავორიტებად მიიჩნეოდნენ.
90 წუთის განმავლობაში მიკელ არტეტას გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მარტივი გამარჯვებაც მოიპოვა. საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა ებერეჩი ეზემ, რომელმაც ტოტენჰემს 3 გოლი გაუტანა.
არსენალმა ამ გამარჯვებით 29 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილოსან ჩელსის 6 ქულით გაასწრო. რაც შეეხება ტოტენჰემს, "დეზები" 18 ქულით, მე-9 პოზიციაზე დარჩნენ.
არსენალი 4-1 ტოტენჰემი
გოლები: 1-0 ლეანდრო ტროსარი 36', 2-0 ებერეჩი ეზე 41', 3-0 ებერეჩი ეზე 46', 3-1 რიშარლისონი 55', 4-1 ებერეჩი ეზე 76'.









