ტენ ჰაგის გუნდმა მატჩი საკმაოდ კარგად დაიწყო. "წითელმა ეშმაკებმა" პირველ ტაიმში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს - თავი ჯერ სკოტ მაკტომინეიმ გამოიჩინა, შემდეგ კი, ტაიმის მიწურულს, ჰარი მაგუაიერმა ორ ბურთამდე გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა.
მანჩესტერელებმა მეორე ტაიმიც კარგად დაიწყეს. 58-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა უპირატესობა კიდევ ერთხელ გაზარდა და ანგარიში 0:3 დააფიქსირა.
ამის შემდეგ, თითქოს სიტუაცია აღარ უნდა დაძაბულიყო, თუმცა ქოვენთრიმ საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა. ანგარიში ჯერ ელის სიმსმა შეამცირა, შემდეგ კი მისი პასით კალუმ ო'ჰენიმ შეძლო გოლის გატანა. მატჩის მიწურულს კი მანჩესტერის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ჰაჯი რაითმა შეასრულა, 3:3.
დამატებით ტაიმებში, ქოვენთრიმ წინ გასვლა მოახერხა, თუმცა ვიქტორ ტორპის გოლი, ვიდეო რეფერიმ გააუქმა.
პენალტების სერიაში კი ტენ ჰაგის გუნდმა გაიმარჯვა და ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მეტოქე პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი იქნება.
ფინალი უემბლიზე, 25 მაისს გაიმართება.
პენალტების სერიაში კი ტენ ჰაგის გუნდმა გაიმარჯვა და ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მეტოქე პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი იქნება.
ფინალი უემბლიზე, 25 მაისს გაიმართება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:










