ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში ჩელსიმ ჩემპიონშიპის ლიდერს, ლესტერს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
ჩელსიმ მეტოქეს პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი ჯერ მარკ კუკურელიამ გამოიჩინა, შემდეგ კი - პალმერმა. ამ ორ გოლს შორის კი სტერლინგმა თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.
მეორე ტაიმში სრულიად სხვანაირი ლესტერი ვიხილეთ. ჯერ დისასის ავტოგოლი ვნახეთ, შემდეგ კი მავიდიდის ჯერი დადგა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ ლესტერს ფეხბურთელი დოილი გაუგდეს.
ჩელსიმ საბოლოოდ მეტოქე 92-ე წუთზე გატეხა. შეცვლაზე შემოსული ჩუკვემეკას წყალობით ანგარიში 3:2 გახდა, ბოლოს კი თავი მადუეკემ გამოიჩინა. ლონდონური გუნდი მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.
FA Cup
FA თასი: პოჩეტინოს გუნდი ნახევარფინალშია









