მანჩესტერ სიტისა და ლივერპულის მატჩში გიორგი მამარდაშვილმა ერლინგ ჰოლანდის პენალტი მოიგერია. ახალგაზრდა კარის დარაჯმა თავის კარიერაში აიღო რიგით მეცხრე 11-მეტრიანი, 2020 წლიდან-დღემდე. პირველი პენალტები ქართველმა გოლკიპერმა მოიგერია ჯერ კიდევ ეროვნულ ლიგაში ყოფნის პერიოდში, თბილისის ლოკომოტივში თამაშის დროს.
2019/2020 და 2020/2021 წლების სეზონებში "რკინიგზელთა" იმდროინდელმა მეკარემ გიორგი ფანცულაიასა და ირაკლი ბიძინაშვილის პენალტები აიღო. შემდეგ, 25 წლის გოლკიპერი გადავიდა ვალენსიაში, სადაც 2023-2025 წლების შუალედში ხუთი 11-მეტრიანი მოიგერია. "ღამურების" 25-ე ნომერმა აჯობა ვინისიუს ჟუნიორს, იაგო ასპასს, ანტე ბუდიმირს, ალექს ბაენასა და კიკე გარსიას.
მიმდინარე სეზონში მამარდაშვილის ანგარიშზე უკვე ორი მოგერიებული პენალტია. სანაკრებო შესვენების დროს, ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრაში გიორგიმ ფერან ტორესს აჯობა. მორიგი საერთაშორისო პაუზის წინ კი როგორც აღვნიშნეთ, ქართველმა გოლკიპერმა 11-მეტრიანი "ქალაქელთა" ფორვარდს აუღო.
ფეხბურთელები, რომლებსაც გიორგი მამარდაშვილმა პენალტი აუღო
| ფეხბურთელი | მატჩი | ტურნირი | თარიღი |
| გიორგი ფანცულაია | ლოკომოტივი 1:2 ტორპედო | ეროვნული ლიგა | 01/08/2020 |
| ირაკლი ბიძინაშვილი | დილა 0:0 ლოკომოტივი | ეროვნული ლიგა | 10/03/2021 |
| კიკე გარსია | ალავესი 1:0 ვალენსია | ლა ლიგა | 02/09/2023 |
| ალექს ბაენა | ვილიარეალი 1:0 ვალენსია | ლა ლიგა | 17/03/2024 |
| ანტე ბუდიმირი | ოსასუნა 0:1 ვალენსია | ლა ლიგა | 15/04/2024 |
| იაგო ასპასი | სელტა 3:1 ვალენსია | ლა ლიგა | 23/08/2024 |
| ვინისიუს ჟუნიორი | რეალი 1:2 ვალენსია | ლა ლიგა | 05/04/2024 |
| ფერან ტორესი | ესპანეთი 2:0 საქართველო | 2026 წლის მუნდიალის შესარჩევი | 11/10/2025 |
| ერლინგ ჰოლანდი | მან სიტი 3:0 ლივერპული | პრემიერ ლიგა | 09/11/2025 |









