"ბურთის წამღები ფეხბურთელები, როგორიც არის ჩაკვეტაძე, ფასდაუდებელნი არიან. მათ გუნდი პირველი ორი ფაზიდან გადაჰყავთ პირდაპირ მესამეში და გიორგი სწორედ ასეთი მოთამაშეა. დღევანდელი უოტფორდი მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია", - განაცხადა ინგლისელმა სკაუტმა.
შეგახსენებთ, რომ "ყვითლების" ლიდერმა მიმდინარე სეზონის 30 შეხვედრაში მოასწრო ორი გოლის გატანა და ხუთი საგოლე გადაცემის გაფორმება. ასევე გამოსარჩევია ის, თუ რამხელა გავლენას ახდენს ჰართფორდშირელთა მე-8 ნომერი თამაშის მიმდინარეობაზე.











