ეროვნული ლიგის მე-10 ტურში დღეს სამი შეხვედრა გაიმართა. ლიდერმა იბერიამ სტუმრად თელავთან უგოლო ფრე ითამაშა, გორის დილამ კი გარეჯი მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
დრამატული და საინტერესო გამოდგა ქუთაისში გამართული შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ტორპედო და გაგრა დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში ბიორნ იონსენმა გახსნა, თუმცა ვანდერსონ სილვამ გაათანაბრა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ტორპედოს ქულები კვლავ უნდა დაეკარგა.
იმერულ გუნდს მხსნელად შეცვლაზე შემოსული ცოტნე ფაცაცია მოევლინა, რომელმაც 89-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ტორპედომ 2:1 გაიმარჯვა.









