EA Sports-მა FC 26-ში ფეხბურთელების რეიტინგები ოფიციალურად გამოაქვეყნა. ახალ სიმულატორში ცნობილია ყველა ქართველი ფეხბურთელის რეიტინგიც, რომელთაგან ყველაზე მაღალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიას აქვს, კერძოდ 87. მეორე საუკეთესო რეიტინგის მქონე ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია - 84, ხოლო მესამე საუკეთესო კი გიორგი მიქაუტაძე - 77.
1. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) - 87;
2. გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული) - 84;
3. გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი) - 77;
4. ოტარ კიტეიშვილი (შტურმი გრაცი) - 75;
5. გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი) - 74;
6. საბა ლობჟანიძე (ატლანტა) - 74;
7. ვაკო ყაზაიშვილი (შანდონგ ტაიშანი) - 74;
8. გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი) - 74;
9. ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი) - 74;
10. საბა საზონოვი (ტორინო) - 73;
11. ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი) - 72;
12. გიორგი წიტაიშვილი (მეცი) - 72;
13. გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი) - 70;
14. ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი) - 70;
15. ირაკლი აზაროვი (შახტარი) - 70
16. ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია) - 69;
17. საბა გოგლიჩიძე (უდინეზე) - 69;
18. ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი) - 69;
19. ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა) - 68;
20. გიორგი კვერნაძე (ფროზინონე) - 65;
21. თორნიკე გაფრინდაშვილი (არკა გდინია) - 64;
22. ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაუ) - 64;
23. გიორგი აბუაშვილი (მეცი) - 63;
24. ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი) - 63;
25. ალექსანდრე კალანდაძე (ვისლა პლოცკი) - 63;
26. ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი) - 62;
27. გაბრიელ სიგუა (ბაზელი) - 60;
28. დიეგო დეისაძე (ბრუკ-ბეთ ტერმალიცა) - 57;
29. გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი) - 54.
FC 26-ში საქართველოს ეროვნული ნაკრები წარმოდგენილი არ იქნება.
იხილეთ სხვა ფეხბურთელების რეიტინგები.
ახალი სიმულატორი გაყიდვაში 26 სექტემბრიდან ჩაეშვება.
ფოტო: Nakrebi.ge















