ლიეტუვასთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.
"ისრაელთან მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებმა ერთმანეთში ვისაუბრეთ და ყველას მიზანია, რომ ჩვენი გუნდური თამაში გამოვასწოროთ. ამხანაგური მატჩებიც იმისთვისაა, რომ რაღაცეები დავხვეწოთ როგორც ტაქტიკურად, ისე მენტალურად.
ახალგაზრდული გუნდი ვართ, რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, თაობათა ცვლა მიდის და ერთმანეთში კარგად უნდა შევთამაშდეთ, რათა სექტემბერში სრულად მზად ვიყოთ.
ზედიზედ 5 მატჩია არ მოგვიგია, ეს ცუდი დინამიკა ხვალ უნდა შევცვალოთ და გავიმარჯვოთ", - განაცხადა მამარდაშვილმა.









