ცნობილი გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca პსჟ-ს ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას საოცარ პერფორმანსს ეხმაურება.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-მ ჩელსი 3:0 დაამარცხა, სადაც კვარამ გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
"ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ში კარგ ფორმაშია, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მხეცის რეჟიმი აქვს ჩართული და უკვე 11 შედეგიანი მოქმედება დაუგროვდა - 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.
მიუხედავად იმისა, რომ კვარა პსჟ-ს გასული წლის ზამთარში შეუერთდა, მან გუნდის ჩემპიოობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა და გოლი ჩემპიონთა ლგიის ფინალშიც გაიტანა.
ამ სეზონში ისტორია მეორდება. ლიგის ფაზასი ხვიჩამ 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, ფლეი-ოფებში კი მონაკოსაც გაუტანა და ჩელსისაც, თან ორივე მატჩში.
სტატისტიკა გვეუბნება, რომ კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც თავად ირჩევს მატჩებს. ის ლიგა 1-ში ისეთი პროდუქტიული არაა და უფრო თავდაცვით სტილს თამაშობს, ჩემპიონთა ლიგაზე კი შეუჩერებელია.
„ჩელსის წინააღმდეგ სამი გოლის გატანა ფანტასტიკური იყო. ეს შესანიშნავია“, - ამბობს კვარაცხელია. ქართველისთვისაც მისი ტრანსფორმაციის ახსნა: რთულია „ამბობენ, რომ მე ვირჩევ ჩემს მატჩებს? - რეალობა ასეთია: ვცდილობ, ყველა თამაშში ერთნაირად ვითამაშო, მაგრამ ზოგჯერ ეს რთულია. სწორედ ამიტომ ვცდილობ, ბევრი ვიშრომო. მინდა ყველა მატჩში ვაჩვენო, რომ აქ ვარ და შემიძლია გუნდის დახმარება“.
„ჩელსის წინააღმდეგ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელოთ“, - დაასრულა კვარაცხელიამ.









