მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში გოლების და ასისტების გამორჩეული სტატისტიკა არ აქვს, ის ევროპის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეებს შორისაა.
წელს კვარას ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, თუმცა მოედანზე იმხელა საქმეს აკეთებს, რომ გოლის ტოლფასია. მაგალითად, ხვიჩა თამაშში საშუალოდ 5 მწვავე მომენტს ქმნის.
კვარაცხელია ბურთს საშუალოდ თამაშში 42-ჯერ ეხება და მისი გადაცემების 87% ზუსტია. კვარას მიერ განხორციელებული დრიბლინგების 50% წარმატებულია.
ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყველგანაა - ფოტოზე გამოსახულია კვარაცხელიას გადაადგილების არეალი თამაშის დროს. რა თქმა უნდა, ის ყველაზე ხშირად მარცხენა ფლანგის შეტევით ხაზში გვევლინება, თუმცა კარგად ჩანს, რომ კვარა მოედნის თითქმის ყველა წერტილშია.
მარცხენა ფლანგი, ცენტრი, მარჯვენა ფლანგი და დაცვა - მსგავსი გადაადგილების არეალი, ჯერჯერობით, არცეთ მოთამაშეს არ აქვს.
დაცვით სტატისტიკას რაც შეეხება, წელს ხვიჩა საშუალოდ ერთ ართმვებას აკეთებს, ბურთს 1.3-ჯერ იბრუნებს და 0.4 ჩაჭრას აკეთებს.
ხვალ, ხვიჩა საკონტინენტთშორისო თასის ფინალში ფლამენგოს დაუპირისპირდება და შეეცდება, 2025 წელს მე-6 ტიტული მოიგოს.









