როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდის რეალი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც პსჟ-ს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალის საგზურის მოპოვებამდე, რეალმა ამ ტურნირზე 5 შეხვედრა ჩაატარა, ერთი ფრე ითამაშა და 4 მოიგო, ჯგუფიდან კი პირველი ადგილით გავიდა.
რეალის კარგ თამაშში დიდი წვლილი შეიტანა ფედე ვალვერდემ. ურუგვაელმა ფეხბურთელმა უნიკალური შედეგი დააფიქსირა და ამ 5 შეხვედრაში ჯამში 4 სხვადასხვა პოზიციაზე მოუწია თამაში.
ვალვერდე ნომინალურად ცენტრალური ნახევარმცველია, თუმცა ანჩელოტი ხშირად აყენებდა მარჯვენა მცველად, რაც ალონსოს მწვრთნელობისასაც მოხდა.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვალვერდემ რამდენჯერმე ითამაშა ჩამშლელი ნახევარმცველის, შემტევი ნახევარმცველის, მარჯვენა შემტევის და მარჯვენა მცველის პოზიციაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე ტურნირზე 26 წლის ფეხბურთელმა ორი გოლის გატანაც მოასწრო.









