საფრანგეთის ლიგა 2-ის გასულ ტურში სტ.ეტიენი რედ სტარს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი ზურიკო დავითაშვილმა შეიტანა, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა
.ფრანგული გამოცემა tribunestephanoise დავითაშვილის შესახებ წერს:
"მთელი თამაშის განმავლობაში, რედ სტარსი თავს კარგად იცავდა და მეტოქეს სივრცეებს უზღუდავდა, თუმცა სტ.ეტიენს დავითაშვილის სახით ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც მეოდანზე გარდატეხის შეტანა შეუძლია.
გარდა ორი საგოლე გადაცემისა, სავითაშვილმა ამ მატჩში თავისი ტექნიკური ოსტატობა გამოავლინა და 6 საგოლე მომენტი შექმნა.
დავითაშვილის ბრწყინვალე მატჩზე სტატისტიკაც მეტყველებს - ამ თამაშში ზურიკო ბურთს 49-ჯერ შეეხო, 29-დან 28 ზუსტი გადაცემა შეასრულა (97%-იანი სიზუსტე."
შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილის ანგარიშზე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.









