ინგლისის ნაკრების მწვრთნელის, გარეთ საუთგეითი თანამდებობას ტოვებს, ინფორმაცია უკვე დადასტურდა.
მოგეხსენებათ, საუთგეითი ინგლისის ნაკრებთან ერთად ჯერ ევრო 2020-ის ფინალში, შემდეგ კი ევრო 2024-ის ფინალში დამარცხდა.
ბრიტანული მედიის ცნობით, ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, საუთგეითი ფეხბურთიდანაც წავა და ახალ სფეროში გადაინაცვლებს. მით უმეტეს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია უკვე ნელ-ნელა ახალი მწვრთნელის ძიებაშია.
საქმე ის არის, რომ სერ კირ სტარმერი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს და საუთგეითის მეგობარია.
თუ ყველაფერი ისე მოხდა, რომ საუთგეითს ფეხბურთიდან წასვლა მოუწია, მის კანდიდატურას სპორტისა და კულტურის ხელმძღვანელად განიხილავენ.
ფეხბურთიდან სხვა სფეროში - საუთგეითი ახალ საქმიანობას იწყებს









