ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში გალათასარაი საკუთარ მოედანზე ლივერპულს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ვეტერანმა ინგლისელმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა გააკეთა, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდი გააკრიტიკა.
"ისინი ფეხბურთს კი არა, კალათბურთს უფრო თამაშობენ. ტოპ გუნდი ასე არ უნდა თამაშობდეს. მათ ხელმძღვანელს უკვე ვუთხარი იმ პრობლემების შესახებ, რაც მათ აქვთ.
ტრანსფერების შემდეგ, გუნდს ცოტა ვარსკვლავური მტვერი შეეყარა, რაც მოსაგვარებელი და დასარეგულირებელია.
გასულ სეზონში ლივერპულში პრემიერ ლიგა მოიგო და ბევრი ტრანსფერი განახორციელა. საინტერესო იქნება, როგორ გადალახავენ ისინი ამ წნეხს", - განაცხადა კარაგერმა.









